კალაძე: საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ნაძვის ხის ანთებაზე... ახალი წელი ვერ გადაიდება

მომდევნო დღეების განმავლობაში, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუ როდის აინთება ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. ეს ხომ საბავშვო დღესასწაულია და მას ჩვენი შვილები, პატარები ელოდებიან? ახალი წელი ვერ გადაიდება, ის ყველა შემთხვევაში შემოდის. შესაბამისად, ღონისძიებაც ჩატარდება და საზოგადოებას ინფორმაციას მომდევნო დღეების განმავლობაში მივაწვდით.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

14 დეკემბერს, კალაძემ რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გადადო.

კალაძემ ამის მიზეზად მოქალაქეების მხრიდან "მოსალოდნელი პროვოკაციები" დაასახელა.