კალაძე: როგორ შეიძლება, მე და ჩემს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსული მომავალი?

მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ამ ახალგაზრდებს - გაუგებარია, რას აპროტესტებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი კურსი და მომავალი არის ევროპა, ევროპული მომავალი. სხვა შეუძლებელია.

როგორ შეიძლება მე დღეს, ჩემს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი ან რუსული მომავალი? რა გვინდა? წარსულში გვინდა დაბრუნდება? წარსულში მინდა, დავაბრუნო ჩემი შვილები, წარსულში მინდა, დავაბრუნო ჩვენი მომავალი? არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. პირიქით, ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი.

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.