თბილისის მერი კახა კალაძე აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს.
"პირველად მესმის [აფხაზეთის გავლით, რუსეთ-საქართველოს შორის] რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით, ჩვენთან საუბარი არ ყოფილა ამ თემაზე, საერთოდ არ ვიცი, რაზე საუბრობთ, თუმცა, ერთი რამ მინდა გითხრათ - საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც პირველ რიგში სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს", - თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლაც აღდგეს.