კალაძე: მშვიდობის გარეშე ყველაფერს ფასი ეკარგება - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას, მსოფლიოს

ვულოცავ სრულიად საქართველოს და მინდა, ჩემს ქვეყანას ვუსურვო, პირველ რიგში, ტერიტორიული მთლიანობა, მინდა ვუსურვო მშვიდობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - პატრიარქის ეპისტოლეში ამას ხაზი გაესვა, იმიტომ, რომ მშვიდობის გარეშე ყველაფერს ფასი ეკარგება. შესაბამისად, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას, მშვიდობა მსოფლიოს, გილოცავთ კიდევ ერთხელ.

განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.