რუსეთის სასამართლომ ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

უსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალეკო ელისაშვილი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო დაქირავებული მებრძოლის სტატუსით შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისთვის (სსკ-ის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილი) და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს.

რუსეთის საგამოძიებო უწყებისა და სასამართლოს ცნობით, 2022 წლის მარტში ელისაშვილი უკრაინაში შეუერთდა შეიარაღებულ ფორმირებას, გაიარა სამხედრო მომზადება, მიიღო იარაღი და საბრძოლო მასალა. იგი, ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, ასრულებდა უფროსი მეთაურობის ბრძანებებს და მონაწილეობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში.

ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიებად დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.

"რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს მიერ შეგროვებული მტკიცებულებები სასამართლომ მიიჩნია საკმარისად, რათა დაუსწრებლად გამოტანილიყო განაჩენი საქართველოს მოქალაქე ალეკო ელისაშვილის მიმართ. იგი დაუსწრებლად დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).

გამოძიებისა და სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2022 წლის მარტში, უკრაინაში, ელისაშვილი შეუერთდა შეიარაღებულ ფორმირებას. მან გაიარა სამხედრო მომზადების კურსი, მიიღო პირადი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და სხვა საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები, რომლებიც აუცილებელი იყო შეიარაღებულ კონფლიქტში მისი მონაწილეობისათვის. ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, ელისაშვილი ასრულებდა უფროსი მეთაურობის ბრძანებებს და დაქირავებული მებრძოლის სტატუსით მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ.

გამოძიების შუამდგომლობის საფუძველზე, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტის მიმართ დაუსწრებლად შეირჩა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით. მასზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.

სასამართლოს მიერ ელისაშვილი დაუსწრებლად იქნა მსჯავრდებული და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში მოხდით", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.