22 დამოუკიდებელი ონლაინ მედია, რომელიც დღეს გათიშული იყო, საერთო გზავნილს ავრცელებს

22 დამოუკიდებელი ონლაინ მედია, რომელიც დღეს გათიშული იყო, საერთო გზავნილს ავრცელებს

დღეს, 22 დამოუკიდებელი ონალინ მედია გათიშული იყო. ვებ-გვერდზე შესვლისას მომხმარებელს შავი ფონი ხვდებოდა. ვებ-გვერდების ჩართვის შემდეგ, მედიებმა გაავრცელეს საერთო გზავნილი: "სინათლე არ უნდა ჩაქრეს".

"დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ონლაინმედია გადარჩენისთვის იბრძვის. რეპრესიული რეჟიმი ცდილობს ჩაახშოს ხმები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ.

22 ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ დავიცვათ ის, რაც ყველას გვეკუთვნის: თავისუფალი სიტყვა და დემოკრატია.

შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია. გადარიცხე დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდასაჭერად და დაგვეხმარე ინფორმაციის გავრცელებაში.

სინათლე არ უნდა ჩაქრეს.

თავისუფლება მზიას! თავისუფლება სინდისის პატიმრებს!", - წერია ვებ-გვერდზე, რომელსაც ონლაინ მედიები ავრცელებენ.