კალაძე: მეტრო ვარკეთილის რეაბილიტაცია სადგურის დაკეტვის გარეშე განხორციელდება

კალაძე: მეტრო ვარკეთილის რეაბილიტაცია სადგურის დაკეტვის გარეშე განხორციელდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტრო ვარკეთილის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები მეტროსადგურის დაკეტვის გარეშე ჩატარდება.

მისივე თქმით, რეაბილიტაციის პროცესში მეტრო მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.

"მეტრო ვარკეთილის რეაბილიტაციის პროცესი ძალიან გაჭიანურდა. გამარჯვებულმა კომპანია მამისონმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ და არ შეასრულა. შესაბამისად, მოგვიწია მისი გაშვება და დღეს აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია ბადა კონსტრაქშენი შეასრულებს.

როდესაც პროექტის განხორციელებას ვიწყებდით, მთავრობის სხდომაზე ვთქვით, რომ მეტროსადგურის დროებით დაკეტვა მოგვიწევდა. დღეს კი მინდა გაცნობოთ, რომ სადგურის დაკეტვა არ დაგვჭირდება და რეაბილიტაცია ისე ჩატარდება. სამუშაოს შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და გეგმის მიხედვით, მომდევნო წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს", - თქვა კალაძემ.