რა სურვილიც აქვთ მათ, თუ რისთვისაც დგამენ ამ ნაბიჯებს და რატომ აკეთებენ, შედეგს ვერ მიიღებენ, იმიტომ, რომ არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ თანხებით, ვერ დააშანტაჟებენ ფინანსური სანქციებით, რომ რაღაც არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს და არასწორი ნაბიჯი გადადგას ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგოდ. ბიძინა ივანიშვილის ფენომენს არ იცნობენ და ეს არის სამწუხარო რეალობა
ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის შეკითხვას, რა შედეგები მოჰყვება ივანიშვილის სანქცირებას.