გომბორის უღელტეხილზე 1 ადამიანი დაჭრეს - მისი მდგომარეობა მძიმეა

გომბორის უღელტეხილზე 1 ადამიანი დაჭრეს - მისი მდგომარეობა მძიმეა

გუშინ, გომბორის უღელტეხილზე გამართულ ფოლკლორულ ფესტივალზე 25 წლამდე კაცი დაჭრეს.

დაშავებული, რომელსაც ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს, ამ დროისთვის, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ცნობებით, მას ღვიძლი აქვს დაზიანებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

დამნაშავის ვინაობა უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.