WP: რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დათმობაზე წასვლას არ აპირებს

WP: რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დათმობაზე წასვლას არ აპირებს

დონბასიდან უკრაინული ძალების სრული გაყვანის სანაცვლოდ, პუტინი არ აპირებს დათმოს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ტერიტორიები.

ამის შესახებ Washington Post სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, წყარომ გამოცემას გაუმხილა, რომ რუსეთი კიევს სთავაზობს, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, დათმოს დონბასი, რომელიც მოიცავს ლუგანსკის და დონეცკის ოლქებს, ხოლო თვითონ კრემლი საპირისპიროდ არაფერს თმობს.

წყაროს თქმით, კრემლს არ სურს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიების დაბრუნება, რადგანაც ამ ტერიტორიების დაკავებით რუსმა სამხედროებმა ყირიმთან სახმელეთო ხიდით დაკავშირება შეძლეს.