უკრაინელებმა ხერსონში რუსული ბატალიონის სამეთაურო პუნქტს დაარტყეს - მოკლულია 25 რუსი

უკრაინელებმა ხერსონში რუსული ბატალიონის სამეთაურო პუნქტს დაარტყეს - მოკლულია 25 რუსი

უკრაინის საჰაერო ძალებმა ხერსონის ოლქში, ქალაქ ოლეშკთან ახლოს, რუსული ბატალიონის სამეთაურო პუნქტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რასაც, დაახლოებით, 25 რუსი სამხედრო ემსხვერპლა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"უკრაინის საჰაერო ძალებმა მაღალი სიზუსტის ბომბის საშუალებით წარმატებით დაარტყეს ოკუპანტების ბატალიონის სამეთაურო პუნქტი ოლეშკის რაიონში", - წერია განცხადებაში.

არებული ცნობებით იერიშის შედეგად, სულ მცირე 11 რუსი სამხედრო დაშავდა.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, დაღუპულთა შორის იყვნენ ბატალიონის მეთაური, შტაბის უფროსი, საინჟინრო სამსახურის უფროსი და ოცეულის მეთაური.