
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის 15 აგვისტოს ალასკაში დაგეგმილ შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც უნდა იყოს ჩართული.
მერცმა განაცხადა, რომ 10 აგვისტოს, ტრამპთან ტელეფონით ისაუბრებს ალასკაში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით.
"ჩვენ ინტენსიურად ვემზადებით ამ შეხვედრისთვის ევროპულ დონეზე აშშ-ის მთავრობასთან ერთად. ვიმედოვნებთ და ველით, რომ უკრაინის მთავრობა, პრეზიდენტი ზელენსკი, ჩაერთვება ამ შეხვედრაში...
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვერ დავეთანხმებით, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის უკრაინასთან დაკავშირებული ტერიტორიული საკითხები განიხილება ან, მეტიც, წყდება ევროპელებისა და უკრაინელების გარეშე.
ვვარაუდობ, რომ აშშ-ის მთავრობა ამას იგივენაირად უყურებს, ამიტომაც გვაქვს ასეთი მჭიდრო კოორდინაცია“.
მან თქვა, რომ პარასკევს ალასკაში გამართული შეხვედრის შემდეგ ან რუსეთზე ზეწოლის უნდა გაიზარდოს, ან კრემლმა უნდა აღიაროს, რომ ამ ომის გაგრძელება შეუძლებელია“.