კალაძე: 2024, 2025 და 2028 წლის არჩევნებშიც ქართული ოცნება გაიმარჯვებს

დღეს ყველაზე ძლიერი გუნდი, ვისაც საქართველოში მოსახლეობის მხრიდან ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს, ეს არის ქართული ოცნება. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 2024 წელს ქართული ოცნება გაიმარჯვებს ძალიან დიდი, დამაჯერებელი ანგარიშით. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მივაღწევთ გამარჯვებას და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვებს ქართული ოცნება.

ამბობს ჟურნალისტებთან თბილისის მერი კახა კალაძე.