საგარეჯოში მოქალაქე დააკავეს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვისაა ბრალდებული.
დაკავებული 31 წლისაა.
"სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 59 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს" - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის, მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.