
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ე.გ. დააკავეს.
შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა რომ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, 1999 წელს დაბადებულ ქ.მ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.