კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა გუშინ, 22 აპრილს მოხდა.

ადგილობრივების ცნობით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა საკუთარი სახლის წინ მჯდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.