კახეთში 13 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

კახეთში 13 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურის ინფორმაციით, 13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურების საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც გულისხმობს გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

მუხლი 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს" - აცხადებენ უწყებაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი არასრულწლოვანის მამიდის ქმარია. ძალადობის შესახებ კი გოგომ ოჯახის წევრებს მოუყვა, რის შემდეგაც მამის ძმამ კაცი ცივი იარაღით დაჭრა.