ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მშვიდობის სამიტი მიმდინარეობს, რომლის მიზანიც ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტის გადაწყვეტის გზების ძიებაა. თუმცა სმაიტს არ ესრწებიან აშშ-ის, ისრაელისა და ირანის წარმომადგენლები.
ქვეყნის ლიდერი აბდელ ფატაჰ ელ-სისი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები კონფლიქტის ესკალაციასა ხელს შეუშლის.
სამიტში მონაწილეობას იღებს პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, ასევე იორდანიის, ბაჰრეინის, კატარის, ქუვეითის, კვიპროსისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერები; ერაყის, იტალიის, ესპანეთისა და საბერძნეთის პრემიერმინისტრები; გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთისა და ჩინეთის მინისტრების მოადგილეები. კაიროში ასევე ჩავიდნენ გაეროს გენერალური მდივანი, ევროპული კომისიის პრეზიდენტი და ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი და სხვები.
ეგვიპტელი ორგანიზატორები ამბობენ, რომ მთავარი მიზანი ცეცხლის შეწყვეტაა. მაგრამ მოლოდინი იმისა, თუ რა იქნება სამიტის შედეგები, დაბალია, რადგან ძირითადი მოთამაშეები, როგორიცაა ისრაელი და ჰამასის მხარდამჭერი ირანი, სამიტზე წარმდოდგენილნი არ არიან.