კაბუს გაუქმებული კონცერტი ახალციხეში. აფიშიდან რეპერი ჯერ კიდევ არ ამოუღიათ, საახალწლო ღონისძიება ხვალაა დაგეგმილი. დღეს კი მომღერალმა განაცხადა, რომ გამოსვლას ახალციხეში არ გეგმავს. კონცერტის გაუქმებას წინ უძღოდა ადგილობრივების პროტესტი, უფლებადამცველებისთვის და მოქალაქეების ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობაში ბრალდებული მომღერლის მონაწილეობა მერიის ორგანიზებულ კონცერტში.