ჯვარი-მესტიის გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა – ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია

ჯვარი-მესტიის გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა – ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია

ჯვარი-მესტიის გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც, ამ დროისთვის ადგილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.

როგორც გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ გაწმენდითი სამუშოები ქვათაცვენის შეჩერების შემდეგ დაიწყება. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

"ამ მომენტისთვის გზა დაკეტილია. როგორც კი ქვათაცვენა შეჩერდება, გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. ამ დროისთვის ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", - უთხრეს ინტერპრესსნიუსს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.