ჯორჯიაში მდებარე სკოლაში სროლა იყო - არის მსხვერპლი

ჯორჯიაში მდებარე სკოლაში სროლა იყო - არის მსხვერპლი

აშშ-ის შტატ ჯორჯიაში მდებარე სკოლაში სროლა იყო, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა - სკოლის 2 მოსწავლე და 2 მასწავლებელი. ინციდენტი ქალაქ უინდერში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სროლის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. თავდამსხმელი უკვე დაკავებულია, ის 14 წლის მოსწავლე, კოლტ გრეია. ცნობილია, რომ გრეი გასულ წელს დაკითხეს ინტერნეტ სივრცეში ანონიმური შეტყობინებების გამო, რომელშიც ის სკოლაში სროლის მოწყობის დაგეგმვის შესახებ წერდა.

რაც შეეხება დაშავებულებს, მათი უმეტესობა მოსწავლეები არიან - ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.