ჯონსონი: დროა, რომ გონება დავამშვიდოთ და გავიხსენოთ, რომ აშშ და უკრაინა ერთ მხარეს არიან

დროა, რომ გონება დავამშვიდოთ და გავიხსენოთ, რომ აშშ და უკრაინა ერთ მხარეს არიან.

ვოლოდიმირ ზელენსკი სამი წლის განმავლობაში გმირულად უდგას სათავეში თავის ხალხს რუსეთის სრულიად არაპროვოცირებული აგრესიის წინააღმდეგ.

უკრაინელების სიმამაცე საოცარია, ხოლო მათი ტანჯვა – შემაძრწუნებელი.

სწორედ ისინი იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერასა და გულწრფელ პატივისცემას.

საუკეთესო გამოსავალი არის ის, რომ წიაღისეულის შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად გაფორმდეს. ჯერ კიდევ არის გზა მშვიდობისკენ.

დიდება უკრაინას!

წერს X-ზე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი.