ჯო უილსონმა და მაიკლ უოლცმა საქართველოს შესახებ ისაუბრეს

ჯო უილსონმა და მაიკლ უოლცმა საქართველოს შესახებ ისაუბრეს

აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდტ ტრამპის მომავალ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ უოლცს საქართველოს შესახებ ესაუბრა და უოლცის მიმართ მადლიერება გამოხატა.

ამის შესახებ უილსონმა ინფორმაცია X-ზე გაავრცელა და ფოტო გამოაქვეყნა.

"მადლიერი ვარ დღეს ეროვნული უსაფრთხოების მომავალი მრჩევლის, მაიკლ უოლცის ხილვითა და მასთან საქართველოს ავტორიტარულ დაპატრონებასა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან მსოფლიოში თავისუფლებისთვის არსებულ საფრთხეზე მსჯელობით. მოუთმენლად ველი ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას „მშვიდობისთვის, ძლიერების გზით", - წერს უილსონი.