ჯო ბაიდენი: უკრაინა ამ ომს აუცილებლად მოიგებს

ჯო ბაიდენი: უკრაინა ამ ომს აუცილებლად მოიგებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სოციალურ პლატფორმა X-ზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს, ხოლო აშშ მათ გვერდით დგომას ამ გზის ყოველ ნაბიჯზე გააგრძელებს.

თავის მხრივ, ზელენსკი ბაიდენს, ისევე როგორც ორივე პარტიას კონგრესში და ყველა ამერიკელს, რომელიც უკრაინის თავისუფლებასა და გამარჯვებას უჭერს მხარს მადლობას უხდის.

"ვემზადებით რამშტაინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მოახლოებული შეხვედრისთვის. ერთად უნდა მოვიგოთ ეს ომი, უკრაინამ, აშშ-მა და მთელმა თავისუფალმა სამყარომ", - ამბობს ზელენსკი.