ჯო ბაიდენი საარჩევნო რბოლას გამოეთიშა

ჯო ბაიდენი საარჩევნო რბოლას გამოეთიშა

ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და მხარს კამალა ჰარისს უჭერს. მოქმედი პრეზიდენტი კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილებას პარტიისა და ქვეყნის ინტერესებით ხსნის. 81 წლის ჯო ბაიდენი პრეზიდენტის თანამდებობაზე 20 იანვრამდე დარჩება. ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლა დაიწყო, თუმცა თუ ვინ იქნება რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, დონალდ ტრამპის კონკურენტი ეს აგვისტოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გადაწყდება.