ჯიუტი კობახიძის ინიციატივაზე: ვემიჯნებით ყოველგვარ დისკუსიას - ეს სატყუარაა

ჯიუტი კობახიძის ინიციატივაზე: ვემიჯნებით ყოველგვარ დისკუსიას - ეს სატყუარაა

მოძრაობა ჯიუტი პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის შეთავახებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ის ახალგაზრდებს რუსული კანონის შესახებ დისკუსიებში იწვევს.

მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ემიჯნებიან ყოველგვარ დისკუსიას და კობახიძის მიერ შეთავასებული ინიციატივა "სატყუარაა".

"მოძრაობა ჯიუტი მკაცრად ემიჯნება ყოველგვარ დისკუსიას უკვე მესამე მოსმენით მიღებული რუსული კანონის გარშემო. მიგვაჩნია, რომ რუსეთის მარიონეტი პრემიერ მინისტრის მიერ შემოთავაზებული ეს ინიციატივა არის სატყუარა, რომლის მიზანიც არის ლეგიტიმაცია შესძინოს რუსულ კანონს. ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც დიალოგში შევა რუსულ მთავრობასთან, ავტომატურად აღმოჩნდება რუსული მთავრობის მხარეს. მოვუწოდებთ კონსტიტუციურ ორგანოებს, დაიცვან კონსტიტუციის 78-ე მუხლი და დაბრუნდნენ კონსტიტუციის ჩარჩოებში. ჩვენი პოზიცია ურყევი და მკაფიოა: უპირობოდ და დაუყოვნებლივ იქნას კანონი ჩაგდებული!", - წერია განცხადებაში.

***

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილე ახალგაზრდებს კანონპროექტის შესახებ დისკუსიებში იწვევს. კერძოდ, კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "ჩამცხრალი ემოციების ფონზე" მზადაა ახალგაზრდების 10-მდე წარმომადგენელთან "ჯანსაღი" დისკუსიები გამართოს.