ჯინ შაჰინმა ორპარტიულ სენატს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა

ჯინ შაჰინმა ორპარტიულ სენატს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა

სენატორმა ჯინ შაჰინმა ორპარტიულ სენატს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

შაჰინის თქმით, ლინდსი გრემის კანონპროექტი უნდა განიხილონ, რადგან პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებს "აჭიანურებს".

ვფიქრობ, რომ ლინდსი გრემის კანონპროექტი უნდა განვიხილოთ და ორივე პალატაში გავიტანოთ და რუსეთს მეორადი სანქციები დავაწესოთ“, - თქვა შაჰინმა.

გრემმა შაბათს განაცხადა, რომ მას აქვს ორპარტიული კანონპროექტი თითქმის 60 თანასპონსორით, რომელიც მეორად ტარიფებს დააწესებს ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც რუსულ ნავთობს, გაზს, ურანსა ან სხვა პროდუქტებს შეიძენს.

შაჰინმა თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გრემთან ერთად მუშაობდა კანონპროექტზე და „რა თქმა უნდა ესმის“, რომ ის მუშავდება.

"ამ კანონპროექტში არის გარკვეული რეალური სარგებელი იმ ფონზე, როცა ვლადიმირ პუტინი აჭიანურებს ყველაფერს, რათა ყველაფერი გააკეთოს მეტი დროის მოსაგებად იმისთვის, რომ უკრაინის მეტი ტერიტორია წაიღოს და უკეთ გააძლიეროს რუსეთის პოზიცია. ეს კანონპროექტი ისაა, რაც მათ შენელებას ხელს შეუწყობს", - განაცხადა შაჰინმა.