ჯერმანი: ბრიტანეთის მთავრობა უკვე მზადაა, განიხილოს ივანიშვილზე სანქციების საკითხი

ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდებთ, იმავე პრინციპით იმოქმედოს, როგორც მოქმედებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც დემოკრატიას უხეშად უპირისპირდებიან – მაგალითად, ბელარუსსა და უკრაინაში. იგივე უნდა გაკეთდეს იმ ფინანსებთან დაკავშირებითაც, რომლითაც „ქართული ოცნება“ ფინანსდება და რომლებიც ლონდონშია განთავსებული... ბრიტანეთის მთავრობა უკვე მზადაა, განიხილოს ივანიშვილზე სანქციების დაწესების საკითხი. მე ხელი მოვაწერე წერილს, PACE-ში ბრიტანეთის დელეგაციაში შემავალ სხვა კოლეგებთან ერთად, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას, კერძოდ კი ევროპის მინისტრს გავუგზავნეთ – და თავად მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ წერილი მიღებული აქვს.

რა თქმა უნდა, ბრიტანეთის მთავრობას მოუწევს, თავად გადაწყვიტოს, განიხილება თუ არა ბიძინა ივანიშვილი იმავე კონტექსტში, როგორც ბელარუსის, რუსეთის ან უკრაინის ოლიგარქები. თუ მთავრობაში დაასკვნიან, რომ ის ნამდვილად ამ კატეგორიაში ჯდება, ეს ნიშნავს, რომ მისი ფინანსური აქტივები უბრალოდ გაიყინება – სხვა სიტყვებით, „მაცივარში შედებენ“ და ეტყვიან, რომ ამ ქონებას ვერ გამოიყენებს, სანამ საქართველოში დემოკრატიული ვითარება არ გამოსწორდება.

განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრმა, ლორდმა მაიკ ჯერმანმა რადიოთავისუფლებასთან ინტერვიუში.