ჯაფარიძე სტატუსზე: ქვეყანამ არ უნდა დაკარგოს შანსი, წლის ბოლომდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ

ვიოლა ფონ კრამონის პოზიცია არის იგივე, რაც ჩვენი, რომ ქვეყანამ არ უნდა დაკარგოს და ჩვენმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს ეს უნიკალური შანსი, რომელიც ჩვენ გვაქვს და წლის ბოლომდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება, რეკომენდაციების შესრულებას, ამაზე იქნება ევროკომისიის ობიექტური შეფასება. დარჩენილი თვეები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე იყოს სრული ინფორმაცია აქ, ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის გარეთ და ყველამ დაინახოს, თუ ვის სურს რეალურად ამ რეკომენდაციების შესრულება.

განაცხადა პარტია ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ. დღეს ლელოს წარმომადგენლები ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდნენ.