ჯაფარიძე სტატუსზე: ჩვენი თანამოქალაქეების თავგანწირული ბრძოლის შედეგია

მინდა მივუსამძიმრო ქართულ ოცნებას ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად მათი ყველა მცდელობისა, მათ მიერ განხორციელებული საბოტაჟისა, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეასრულეს რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ევროკომისიამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მიუხედავად რუსეთის ფედერაციისა და ქართული ოცნების ყველა მცდელობისა, ქართველმა ხალხმა მიიღო დამსახურებულად ეს რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან.

ეს არის ჩვენი ხალხის, ჩვენი თანამოქალაქეების განუწყვეტელი მცდელობის შედეგი, მათი თავგანწირული ბრძოლის შედეგი. ახლა გვაქვს უმნიშვნელოვანესი ეტაპი გასავლელი, როდესაც ევროპულმა საბჭომ ერთხმად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და შემდგომ, უკვე უნდა ვიზრუნოთ, რომ ქვეყანა კვლავ დადგეს უკრაინის და მოლდოვის გვერდით და დავიწყოთ მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ, რაც შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდგომ.

ამბობს ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.