გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს სახლთან ჩასაფრება ისევ მოუწყვეს.
ჯაფარიძე ყვება, რომ 2 მანქანით 6 ადამიანი იყო, მათ მანქანაში ხელკეტები ელაგათ.
"დღეს მესამედ მომიწყეს ჩასაფრება სახლთან. 2 მანქანით იყვნენ, ჯამში 6 ადამიანი, ამჯერად პირბადეების გარეშე. ერთ მანქანაში ელაგათ ხელკეტები (დავინახე, გვერდით ჩამიარეს გაქცევისას).
მეზობლებმა შენიშნეს, მათვე დარეკეს 112-ში, მე მხოლოდ გაქცევის ნახვა მოვასწარი. პატრული ცხადია მოვიდა მას მერე, რაც უკვე წასულები იყვნენ.
ახლა გომელაურს ვუსმენ, პარლამენტის პიკეტირებაზე ლაპარაკობს, კანონის უზენაესობის დაცვა პრინციპული საკითხია და მკაცრად დავსჯით ყველასო", - წერს ჯაფარიძე.