რეფორმები, რომელიც იქ არის გაწერილი, გამომდინარეობს იმ 9 პუნქტიდან, რომელიც განსაზღვრა ევროკომისიამ, შესაბამისად, ამ რეფორმების შესრულების შემდგომ, საქართველოსთვის გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ანუ გადავდგამთ ერთ ნაბიჯს კიდევ წინ, სტატუსის მიღების შემდეგ და დავეწევით მოლდოვას და უკრაინას და უკვე მოლაპარაკებები შეგვიძლია დავასრულოთ 5 წელიწადში და სადღაც 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
განაცხადა გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ. მან პრეზიდენტის ინიციატივას, ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა.