ჯანდაცვის მინისტრის შეთავაზება ექიმებს პროტესტის ფონზე

ჯანდაცვის მინისტრის შეთავაზება ექიმებს პროტესტის ფონზე

პრეზენტაცია ექიმების პროტესტის პარალელურად - ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბედზე დღეს ისე ლაპარაკობდა, რომ ქვეყნის მთავარ კლინიკაში თანამშრომლებთან შესახვედრად არ მისულა. კლინიკის პერსონალს აზარაშვილი უხსნიდა, რომ საექსპერტო დასკვნების შემდეგ გადაწყდება კლინიკის დემონტაჟის საკითხი. ერთი კვირის წინ დროებამ მაყურებელს ექსკლუზიურად გააცნო სამხარაულის დასკვნა, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა ექვემდებარება რეაბილიტაციას და დანგრევას არ საჭიროებს. 1 000-მდე თანამშრომლის კითხვები უპასუხოდაა, გრძელდება პროტესტი.