ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ ირაკლი მხეიძე დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ ირაკლი მხეიძე დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ ირაკლი მხეიძე დაინიშნა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მხეიძე თამილა ბარკალაიას შეცვლის.

უწყების ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი მხეიძე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე კი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.