![მშვენიერაძე: პროცესი, რომელიც საზ.მაუს გარეთ უწყევტად მიმდინარეობს სტაბილური, შინაარსიანია](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/0121d8a5-0726-45e9-96eb-6ea6abef2cf5.png)
ხალხი გაქრა მაუწყებლის ინტერესის სფეროდან. ეს სარედაქციო პოლიტიკის შედეგია. ეს არის სრული ჯაჭვი, რომელიც მე ღიად ვთქვი, რომ ეს ჯაჭვი მიდის და ეს ჯაჭვი იწყება ვასილ მაღლაფერიძით საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
სამწუხაროდ, ხალხო გაქრა მაუწყებლის ობიექტივიდან. აი, ის ცენტრალური ამოცანა, რაც თითოეულ ჟურნალისტს გვაქვს, როცა რაღაც ამბავზე ვმუშაობთ, ამომავალი არის ადამიანი. როგორ იმოქმედებს ესა თუ ის საკანონმდებლო ცვლილება, მე უპირველეს ყოვლისა, არა პოლიტიკოსების ინტერესი უნდა მქონდეს (შეიძლება მათი აზრი მოვისმინო), მაგრამ ჩემი ამოცანა უნდა იყოს, რომ მე უნდა გავერკვე როგორ იმოქმედებს ეს კონკრეტულ სუბიექტზე, ადამიანზე.
განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა ფორმულას ეთერში.