ყოველი წასვლის შემდეგ, ივანიშვილი ვერბალურად, დაბრუნების ხიდებს წვავდა. დავბრუნდები თუ საოცრება, მთავრობის მიერ ხელისუფლების უზურპაცია მოხდება, თუ მთავრობა ხალხს აღარ მოუსმენს. თქვა ოლიგარქმა პოლიტიკიდან ნომერ პირველი წასვლის შემდეგ. ეს იყო ხელისუფლებაში მოსვლიდან 1 წლის თავზე. კულისებში მეორედ გადასვლის შემდეგ კი თქვა, რომ დაბრუნება ნიშნავს რომ რაღაც ვერ გააკეთე, გუნდმა არ იმუშავა და დასვა კითხვა: მაშინ, რაღატო დავბრუნდე? დღევანდელი, ნომერ მესამე დაბრუნებით, ივანიშვილი საკუთარ თავს დაუპირისპირდა და საკუთარი სიტყვის წონაზეც უფრო მეტი კითხვა გააჩინა.