ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ

ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ.

"გვინდა გამოვეხმაუროთ მიმდინარე მოვლენებს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ კიუს სტუდენტები დგანან იქ, სადაც დგას თავისუფალი საქართველო.

შესაბამისად, ჩვენ ვუერთდებით ქვეყანაში არსებულ საერთო სტუდენტურ პროტესტს და ვტოვებთ აუდიტორიებს იქამდე, სანამ ხელისუფლება ე.წ. "გამჭვირვალობის კანონს" უკან არ გაიწვევს.

დიდება საქართველოს!" - ვკითხულობთ სტუდენტების განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს პარლამენტის შესასვლელების ტერიტორია დაატოვებინა. ამ პროცესში პოლიცია მოქალაქეს სასტიკად გაუსწორდა.