ივანიშვილი ენმ-ის აკრძალვაზე: როცა საკონსტიტუციოს მოვიპოვებთ, ეს იქნება ხალხის დაკვეთა

საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, რაც ქართული პოლიტიკიდან ნაციონალური მოძრაობის ჩამოშორების გარეშე შეუძლებელი იქნება.

როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ, ჩვენთვის ეს იქნება საზოგადოების დაკვეთა, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს ჩვენი ქვეყნის მტრების დანაშაულებრივ ქმედებებს, განსაკუთრებით კი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს.

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნების დასრულებისა და ქართველი ხალხისგან მაღალი ლეგიტიმაციის მოპოვების შემდეგ დაიწყება პროცესი, რომელიც დასრულდება დამნაშავეების გასამართლებითა და მკაცრად დასჯით.

თქვა ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში სიტყვით გამოსვლისას.