იუკნევიჩიენე პრეზიდენტზე თავდასხმაზე: ივანიშვილი რუსკი მირის მეთოდებს ახლა ღიად იყენებს

ქართული ოცნების ბანდიტების უღირსი თავდასხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე. ბიძინა ივანიშვილი რუსკი მირის მეთოდებს ახლა ღიად იყენებს. კრემლისა და თბილისში მისი მარიონეტების მიზნები სრულიად იდენტურია: საქართველოს ევროპული მომავლის განადგურება

წერ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე X-ზე.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.