იუკნევიჩიენე: არჩევნები საქართველოში ვერ შეფასდება თავისუფლად და სამართლიანად

არც ერთ ევროპულ დოკუმენტში მსგავსი ჩანაწერი არ გაკეთებულა. არჩევნები საქართველოში ვერ შეფასდება თავისუფლად და სამართლიანად. ეს უკვე ვახსენეთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა, არჩევნების აღიარების უარყოფა და მოწოდება ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, სანდო შიდა სადამკვირვებლო მისიით იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი და ერთადერთი გამოსავალი.

თქვა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ სტრასბურგში, ნიკა გვარამიასა და თინა ბოკუჩავასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.