
80 დღე ქუჩებში საქართველოს ევროპული ოცნებისთვის, თქვენ ევროპის გმირები ხართ! - ამის შესახებ ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე წერს.
"80 დღე ქუჩებში საქართველოს ევროპული ოცნებისთვის. თქვენ ხართ ევროპის გმირები! ევროპის ქვეყნების ლიდერებო, შეხედეთ საქართველოს," - წერს იუკნევიჩიენე.
პოსტში ევროპარლამენტარს მონიშნული ჰყავს ევროპის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტში "ევროპული სახალხო პარტიის" ჯგუფი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.