მშვიდობა მხოლოდ იმ შემთხვევაში და მაშინ დადგება, როცა რუსეთი შეწყვეტს საომარ ქმედებებს და თავდასხმებს სამოქალაქო სამიზნეებზე. გვინდა, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მოსკოვს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია და გამოიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. ჩვენ კონფლიქტის დიპლომატიურ გადაჭრას ვემხრობით და მზად ვართ, გავუწიოთ კიევს ნებისმიერი სახის დახმარება, როცა შეიქმნება პირობები ნებისმიერი სახის დიალოგისთვის.
განაცხადა იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პრესკონფერენციისას.