იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა მოდენას პროვინციაში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 39 წლის კაცი მაშინ შენიშნეს, როდესაც ის ავტოფარეხიდან ტანსაცმლის მოპარვას ცდილობდა - ის ავტოფარეხის მეპატრონემ დაინახა და თავადვე დააკავა, მოგვიანებით კი ადგილზე მისულ პოლიციას გადასცა.
ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. იტალიური მედიის ცნობით, სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს მოდენას პროვინციაში ცხოვრების უფლება აუკრძალა.