
ის რომ სტივენ დაუთი, ბრიტანეთის მინისტრი ევროპულ საკითხებში იმყოფებოდა საქართველოში და ივანიშვილის რეჟიმის არცერთ წევრს არ შეხვედრია არის დასტური იმის, რომ რეჟიმი იმყოფება საერთაშორისო იზოლაციაში და ბუნებრივია, ეს მათ შორის დემოკრატიული პოლიტიკური ძალების საერთო ძალისხმევის შედეგია, მაგრამ ამავდროულად თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ ამ რეჟიმის პირობებში საქართველო დგას იზოლაციის საფრთხის პირისპირ. მაშინ, როდესაც განსაკუთრებული ინტერესია ჩვენს რეგიონზე, მათ შორის, აზერბაიჯანი სომხეთზე და ამას ადასტურებს მინისტრის ვიზიტი ამ ქვეყნებში, ასევე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივა სამშვიდობო შეთანხმებაზე.
აცხადებს"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, თინა ბოკუჩავა.
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და საზღვარგარეთის ტერიტორიების საკითხებში, სტივენ დაუთი საქართველოში ტრანზიტული ვიზიტით იმყოფება.