ზელენსკი: EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნაზე დადებით პასუხს ახლო მომავალში ველით

ზელენსკი: EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნაზე დადებით პასუხს ახლო მომავალში ველით

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით "უახლოეს მომავალში პოზიტიურ გადაწყვეტილებას ელიან."

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ დაწერა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც უკრაინელების მიმართ, რუსების სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, სოლიდარობა გამოხატეს.

ზელენსკიმ ასევე დაწერა, რომ მან ევროკომისიის პრეზიდენტთან EU-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მე-19 პაკეტთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

"მე ვესაუბრე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს.

მადლობელი ვარ სამძიმრისა და სოლიდარობისთვის ჩვენი ხალხის მიმართ, ასეთი ცინიკური და სასტიკი რუსული თავდასხმის შემდეგ. წუხელ უკრაინაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა. რუსებმა მთავარ სამიზნედ კიევი აირჩიეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამჟამად მიმდინარეობს. მადლობელი ვართ ყველას, ვინც ახლა უკრაინის გვერდით დგას და არ დუმს.

ჩვენ განვიხილეთ ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა, რომ შევაჩეროთ მკვლელობები, დავასრულოთ ეს უმოტივაციო რუსული აგრესია და გარანტირებული უსაფრთხოება შევუქმნათ ჩვენს ხალხს. ამ მიზნით, სხვადასხვა დონეზე, ბევრი სამუშაო მიმდინარეობს. მაგრამ სანამ რუსეთი არ გადადგამს რეალურ ნაბიჯებს მშვიდობისკენ, მასზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. ურსულამ გამიზიარა ინფორმაცია ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტის მომზადებისა და სხვა პარტნიორებთან კოორდინაციის შესახებ.

ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და უკრაინისა და მოლდოვისთვის სანდო მოლაპარაკებების კლასტერის ერთდროულად გახსნაზე. ჩვენ უახლოეს მომავალში პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველით", - წერს ზელენსკი.