იტალიაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის ბრალდებული ქართველი დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მკვლელობა ქალაქ სალერნოში 2 მარტს მოხდა. მედიის ცნობით, 49 წლის კაცი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
მის მიმართ სალერნოს პროკურატურამ დაკავების ორდერი გამოსცა. დაკავების შემდეგ საქართველოს მოქალაქემ ჩხუბში მონაწილეობა აღიარა.