იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 31 წლის კაცი მაშინ დააკავეს, როდესაც ის მაღაზიიდან 670 ევროს ღირებულების ჰიგიენური საშუალებების მოპარვას ცდილობდა.
საქართველოს მოქალაქე მაღაზიის დაცვამ შეამჩნია, მოგვიანებით კი ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.