ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ 400-ზე მეტი შეიარაღებული პალესტინელია მოკლული

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ 400-ზე მეტი შეიარაღებული პალესტინელია მოკლული

ისრაელი აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილსა და ღაზას სექტორში 400-ზე მეტი შეიარაღებული პალესტინელი მოკლეს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ისრაელის სამხედროები ქვეყნის ყველა ქალაქში არიან მობილიზებულები.

მანამდე, ისრაელის ოფიციალური პირების აცხადებდნენ, რომ ასეულობით პალესტინელი იყო მოკლული, ხოლო ათობით ტყვედ აიყვანეს.

გუშინ, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.