ისრაელის სამხედრო ძალები ჰამასის კიდევ ერთი ლიდერის ლიკვიდაციას ადასტურებენ

ისრაელის სამხედრო ძალები ჰამასის კიდევ ერთი ლიდერის ლიკვიდაციას ადასტურებენ

დღეს ისრაელის სამხედრო ძალებმა დაადასტურეს, რომ ლიკვიდირებულია ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის კიდევ ერთი ლიდერი მოჰამედ დეიფი.

კერძოდ, ცნობილია, რომ იერიში დეიფის თავშესაფრზე 13 ივლისს განხორციელდა, ხოლო IDF-მა მისი დაღუპვის შესახებ ცნობა მხოლოდ დღეს დაადასტურა.

IDF-ის განცხადებით, "ზუსტი, მიზანმიმართული დარტყმა" განახორციელა კომპლექსზე, რომელშიც დეიფი და ჰამასის კიდევ ერთი მეთაური რაფე სალამა იმყოფებოდნენ. ისრაელის სამხედრო ძალებმა სალამას ლიკვიდაციის დადასტურება მაშინვე შეძლეს.

დეიფი ჰამასის და 7 ოქტომბრის თავდასხმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ითვლებოდა. იგი პალესტინის სამხედრო ჯგუფის შეიარაღებულ ფრთას ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა.