ისრაელის პრეზიდენტი: თუ ჰეზბოლა ჩაგვითრევს, ლიბანი საფასურს გადაიხდის

მინდა მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენ არ ვეძებთ კონფრონტაციას არავისთან და არც ჩვენს საზღვართან ჩრდილოეთით. კონცენტრირებული ვართ ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურებაზე და ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებაზე. მაგრამ თუ ჰეზბოლა ჩაგვითრევს, ლიბანი საფასურს გადაიხდის. ჩვენ ვღელავთ ებრაულ სათემოებზე და მათ უსაფრთხოებაზე. საერთაშორისო გაერთიანებამ ძლიერი ნაბიჯი უნდა გადადგას ებრაელთა დასაცავად მთელს მსოფლიოში.

განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.